ახალ რადიო “ციტრუსი”

2019-09-04 17:52:53

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთმა ბათუმში ახალ რადიო “ციტრუსი” FM97.3 გაუშვა. ჰერეთმა ახალი, რიგით მეოთხე რადიოსადგური ბათუმში გაუშვა.

ჰერეთის დირექტორისა და დამფუძნებლის რამაზ სამხარაძის თქმით, რადიო ციტრუსი მწვანე კონცხის ანძიდან გაეშვა და პირველ ეტაპზე 24 საათის განმავლობაში უწყვეტი მუსიკა, ახალი ამბები და სარეკლამო რგოლები იქნება წარმოდგენილი. რადიო მთლიანად ადგილობრივი თანამშრომლებით დაკომპლექტდება.

საწყის ეტაპზე რადიო “ციტრუსი” დაფარავს ბათუმს, ქობულეთსა და ურეკს, მიმდებარე ტერიტორისა და სანაპირო ზოლს. სამომავლოდ კი აჭარის სხვა მუიციპალიტეტებსაც. რადიოს მოსმენა შესაძლებელია ვებ-გვერდიდანაც www.citrusfm.live

RUSTAVI