შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

"მილენიუმი"-ს წარმატება და სამომავლო გეგმები

2019-06-14 21:42:35

რუსთავის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კერძო სკოლა "მილენიუმი" 19 წლისაა. არსებობის 19 წელთან ერთად სკოლა უამრავ წარმატებასა და "მილენიუმში" აღზრდილ არაერთ წარჩინებულ მოსწავლეს ითვლის. ® ნახეთ ვიდეო დაჯილდოების ცერემონიიდან

სწავლების მაღალი ხარისხი, კვალიფიციური მასწავლებლები და მოსწავლეების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გარემო - სკოლა "მილენიუმის" წარმატების საიდუმლო სწორედ ესაა.

გასული წელი "მილენიუმში" წარჩინებით 19-მა მოსწავლემ დახურა. ახალგაზრდები,  I, II ან  III ხარისხის წარმატებული მოსწავლეების კატეგორიაში მოხვდნენ, საიუბილეო საღამოზე კი ისინი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციამ დააჯილდოვა. სკოლა "მილენიუმს" 2018-2019 წლებში I ხარისხის წარჩინებული, ანუ სრულად ათოსანი 10 მოსწავლე ჰყავდა, სკოლის ყოველწლიური ტრადიციიდან გამომდინარე კი ისინი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან სტიპენდიის სახით, სექტემბრიდან იანვრის ჩათვლით, თვეში 50 ლარს მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლას 2018-2019 სასწავლო წელს ბევრი წინგადადგმული ნაბიჯი ჰქონდა. მათ შორისაა "მილენიუმსა" და თურქეთის ქალაქ აიდინის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სასწავლო კოლეჯს შორის დადებული შეთანხმება. შეთანხმება სკოლებს შორის მოსწავლეების გაცვლას ითვალისწინებს და "ლინელიუმელებს" საშუალებას აძლევს თურქეთის ერთ-ერთ წარმატებულ კოლეჯში მიიღონ განათლება. პირველი თანამშრომლობა უკვე შედგა, აიდინში "მილენიუმიდან" 14 ადამიანი იმყოფებოდა.

რაც ყველაზე მთავარია, "მილენიუმმა" წელს წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და სწავლების უფლება 6 წლით გაიხანგრძლივა. სახელმწიფო უწყებებმა სკოლაში ვერანაირი დარღვევა ვერ აღმოაჩინეს, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულება სტანდარტებს ზედმიწევნით იცავს.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ "მილენიუმი" ინფრასტრუქტურულად მორგებულია მოსწავლეებზე, ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე და მოწყობილია ევროპული სტანდარტების შესაბამისად.

როგორც სკოლის დირექტორი ელზა ლეკვეიშვილი აღნიშნავს, "მილენიუმი" ამაყობს მიღწეული წარმატებებით და რაც ყველაზე მთავარია, სკოლა ყველაზე ამაყი მისი კურსდამთავრებულებითაა.

შეგექმნათ პრობლემა საკანალიზაციო სისტემებზე? გაიბიდნა ჭები ან ქსელი? ტრაპი, უნიტაზის ნიჭარა თუ ხელსაბანი?

RUSTAVI