Tbilisi Open Air-i 21 ივნისს იხსნება

2019-06-08 11:34:58

6 ივნისიდან Tbilisi Open Air-ს მესამე კალათის ბილეთების გაყიდვა დაიწყო.

მულტიპასის ღირებულება 180 ლარს შეადგენს, დღიური ბილეთის ფასი 75 ლარია, ხოლო ღამის ბილეთის ღირებულება - 35 ლარი, კარვის ადგილის შეძენა 30 ლარადაა შესაძლებელი. ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ მისამართზე www.tkt.ge/OpenAir და ფილარმონიის სალაროებში.

Tbilisi Open Air სტარტს 21 ივნისს აიღებს. რიგით მეათე, საიუბილეო ფესტივალზე ისეთ ბენდებსა და მუსიკოსებს მოისმენთ, როგორებიც არიან Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhey, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Mics, მწვანე ოთახი, საერთო ჯამში 70-მდე მუსიკოსი.

Tbilisi Open Air-ზე 4 სცენა იმუშავებს.

ფესტივალის მთავარ სცენაზე 21 ივნისს Open Air-ის ჰედლაინერი Franz Ferdinand წარდგება. ასევე, ქართველი არტისტები - MokuMoku, LOUDspeakers და წლის ნიუქამერი ჯგუფი 4 Dimensional Monster Lobsters. 22 ივნისს Main Stage-ზე UNKLE-ის, Rhye-ს, ‘მწვანე ოთახის’ მოსმენას შეძლებთ. 23 ივნისს კი Mogwai, The Subways, Michelle Gurevich, Salio იმღერებენ.

EYESTAGE ელექტრონული მუსიკასა და ვიზუალური ხელოვნების სცენაა, რომელიც მეორე წელია Tbilisi Open Air-ზე ფუნქციონირებს. 21 ივნისს EYESTAGE-ზე Moritz Von Oswald-ს, Tobias.-სა და Edit Select-ს მოისმენთ. 22 ივნისის ჰედლაინერი David August იქნება, 23 ივნისს კი - Andrey Pushkarev და Matthew Dekay.

Garden Stage Psytrance სცენაა, რომელიც უკვე მეოთხე წელია Open Air-ზეა წარმოდგენილი. 21 ივნისის ჰედლაინერი 1200 Micrograms იქნება, 22 ივნისს - Pixel, ხოლო 23 ივნისს - Freedom Fighters.

Singer Stage Tbilisi Open Air-ს მეორე წელია შეუერთდა. დღის განმავლობაში Signer-ის სცენა აკუსტიკურ პროექტებს ეთმობა, ღამით კი Singer Jazz Foundation-ის არტისტებს. Singer Stage-ზე 21 ივნისს დღისთი პროექტ Newcomers-ის 2 რჩეული პროექტი წარდგება, 21 ივნისის ღამით მსმენელი დინი ვირსალაძის კვინტეტის მოსმენას შეძლებს. 23 ივნისს Singer Stage-ზე მოისმენთ რეზო კიკნაძის სექსტეტს. ასევე, თბილისი ნიუქამერსის გამარჯვებული 3 ბენდი - Explorers’ Vibe, Forest Rain და თორნიკე გაგოშვილი.

 

RUSTAVI