იცოდი? - რომ პირველი ალპინისტი ქალი რუსთაველი იყო.
შესაძლოა, რუსთაველების დიდი ნაწილისთვის დღემდე უცნობი იყო, რომ ერთ-ერთი პირველი ალპინისტი ქალი სწორედ რუსთაველი იყო.
მარო ტყავაძე 1900 წელს დაიბადა და 23 წლის ასაკში ნიკო ნიკოლაძის ხელმძღვანელობით კიდევ ოთხ ქალთან ერთად მყინვარწვერი დალაშქრა.
1947 წელს, ჯერ კიდევ მაში, როცა რუსთავს ქალაქის სტატუსი არ ჰქონდა, ტყავაძე აქ საცხოვრებლად და სამუშაოდ ჩამოვიდა.
1925 წელს ტყავაძემ დალაშქრა იალბუზიც, რომელიც შემდეგ წლებში არაერთხელ დაულაშქრია.
მარო ტყავაძე პროფესიით ენერგეტიკოს-ინჟინერი იყო და სწორედ ამ პროფესიით დასაქმდა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, თუმცა პარალელურად ალპინიზმითაც იყო დაკავებული.
1953 წელს 1953 წელს რუსთავის მეტალურგთა ჯგუფმა კავკასიონის 4000 მეტრიანი უსახელო მწვერვალი დალაშქრეს და მწვერვალს რუსთავი უწოდეს.
მარო ტყავაძე 1986 წელს გარდაიცვალა, 2021 წელს რუსთავში ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდა.