იცოდი? - სად იყო საცხოვრებელი უბნები რუსთავში საუკუნეების წინ.
"იცოდის" რამდენიმე ნაწილში მისაუბრია რუსთავის ციხის შესახებ, ნაგებობის თავისებურებაზე, იმის შესახებაც, რომ საუკუნეების განმავლობაში ციხე-სიმაგრეში ის ოჯახი ცხოვრობდა, რომელიც ქალაქს განაგებდა, ერთ-ერთ ნაწილში იმაზეც ვისაუბრეთ, ვინ იყვნენ ის ადამიანები მე-4 საუკუნიდან მოყოლებული, ვინ ქალაქის მმართველებად ითვლებოდნენ.
თუმცა არცერთხელ ად გვისაუბრია, სად იყოს ქალაქის ის ნაწილი, რომელზეც უშუალოდ ძველი რუსთაველები, ვაჭრები, ხელოსნები და უბრლოდ ოჯახები ცხოვრობდნენ.
მე-4 საუკუნიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ქართლის მეფემ თრდატმა ქალაქი ხელახლა გააშენა და არცხის აღადგინა, საცხოვრებელი ტერიტორია ციხე-სიმაგრისგან გამოყოფილი იყო.
მე-20 საუკუნის 40-იანი წლების შემდეგმ მრავალი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნასახლარები ძირითადად აღმოჩენილია მარცხენა სანაპიროზე დღევანდელი სპორტის, წმინდა ნინოს, ოდიშარიას, კომუნალურების, მშენებელთა და მათ მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო მარჯვენა სანაპიროზე გომელაურის, ცურტაველის, ვაჟა-ფშაველასა და თავგორაშვილის ქუჩებზე.
სწორედ ამ ქუჩებზეა აღმოჩენილი ნასახლარები, მარნები, სამარხები, სხვადასხვა