2026-05-14 12:49:47
რუსთავი-გარდაბნის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. [ვიდეო/video]
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების ხელმძღვანელმა განუცხადა, პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები აღენიშნება და მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად.
"პაციენტი შემოყვანილია სასწრაფო დახმარების მიერ უგონო მდგომარეობაში, ფასდება კრიტიკულად. აღენიშნება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები. თუმცა გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა და დიაგნოსტირება. მზადდება რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანად",- გვითხრა ალექსანდრე სისველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-გარდაბნის გზაზე "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხეს შეეჯახა, ორ ნაწილად გაიყო და ცეცხლი წაეკიდა. შემთხვევის დროს ავტომობილში 8 ახალგაზრდა იმყოფებოდა, საიდანაც 7 ადგილზევე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს.