"კირკიტაძე არის იქ, სადაც უნდა იყოს" [video]

2019-05-15 20:02:23

ხმაური იყო რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში. [ვიდეო/video]

როგორც რუსთავის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის ხელმძღვანელმა ალეკო ბერიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ოპოზიციის თქმით, 19 მაისს ჩანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბების მცდელობასთანაა კავშირში. ბერიძემ ასევე აღნიშნა, რომ საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ელოდებიან, როდის გაემიჯნება რუსთავის საკრებულოს უმრავლესობა ცენტრალური ხელისუფლების ძალადობრივ რეჟიმს, რომელიც კონკრეტულად დავით კირკიტაძის უკანონო პატიმრობაში ყოფნასთანაა კავშირიში.

აღნიშნულ განცხადებაზე ბერიძეს რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა უპასუხა, რომ - "დავით კირკიტაძე იმყოფება იქ, სადაც უნდა იყოს".

ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს და აღნიშნეს, რომ ისინი მანამ, სანამ დავით კირკიტაძე პატიმრობაშია, საკრებულოს სხდომებს აღარ დაესწრებიან.