რუსთავში 14 მაისს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-05-13 17:29:27

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 მაისს ელექტროენერგიის მიწოდება:

14:30-დან 19:00 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში მე-12, მე-11, მე-16, მე-17, რუსთავი/21-ე მიკრორაიონებში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლეონიძის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე, ხოლო 14:40-დან 19:00 საათამდე - ტაბიძის, სანაპიროს, ერისთავის, ორბელიანის და მიმდებარე ქუჩებზე, 112 ბ კვარტალში, მე-11 მიკრორაიონში.

14:00-დან 17:30 საათამდე - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ვაზიანი, მარტყოფი, გამარჯვება.

12:00-დან 19:00 საათამდე  - დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ირგანჩაი, მამიშლო, ქვემო ოროზმანი, დალარი, საფარლო და მიმდებარე სოფლებში.

11:00-დან 19:00 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებში დიდი თონეთი, პანტიანი, მოხისი, ღვევი, მანგლისი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.