მიწისქვეშა თავშესაფრები რუსთავში [photo]

2019-05-12 01:00:11

საბჭოთა კავშირის ხელისუფლება ფიქრობდა, რომ შესაძლოა სახელმწიფოზე ატო­მუ­რი თავდასხმა გან­ხორ­ცი­ელ­ბუ­ლი­ყო, სწორედ ამიტომ, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საბჭოეთის მასშტაბით, მიწიქვეშა თავშესაფრები აეშენებინათ.

თავშესაფრებში განთავსებული იყო ქიმიური ლაბორატორიები, ასევე აღიჭურვებოდა სპეცტექნიკით - სხვადასხვა საზომი ხელსაწყოებით, აირწინაღებით, დიზიმეტრებით და სხვა სპეციალური დანადგარებით.

საქართველოს ტერიტორიაზე არაერთი მიწისქვეშა თავშესაფარია აშენებული, მათ შორის რუსთავშიც. ჩვენ ქალაქში რამდენიმე თავშესაფრის კვალი ჯერ კიდევ არ გამქრალა.

საბჭოთა პერიოდში, რუსთავში თავდაცვის მიზნით აშენებული თავშესაფრები ახლა დაცლილი, უფუნქციო, ან საწყობებად არის გადაქცეული.

თავდაცვითი ფუნქციის მქონე მიწისქვეშა ობიექტები, ძირითადად საავადმყოფოების მიმდებარე ტერიტორიაზე შენდებოდა.

"ინფო რუსთავი" წარმოგიდგენთ რუსთავის ტერიტორიაზე აშენებულ მიწისქვეშა თავსესაფრებს, რომლებიც გაგარინის ქუჩაზე, მე-11 და მე-7 მიკრორაიონებში, ჭყონდიდელის დასახლებასა და ცენტრალური საავადმმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები