სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულბებში გათბობის სისტემა ჩართულია. რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის ეკა ხუციშვილის განცხადებით, სისტემის ჩართვა ბაღებში 2-კვირის წინ ეტაპობრივად დაიწყო და ამ დროისთვის, გათბობა რუსთავის ყველა საავშვო ბაღშია. რაც შეეხება სკოლებს, რუსთავის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი თამარ ხეჩიკაშვილი, „ინფო რუსთავთან“ საუბარში აცხადებს რომ გათბობა რუსთავის #2 და #15-სკოლების გარდა ყველგან ჩართულია. აღნიშნულ სკოლებში გათბობა, სისტემის გაუმართაობის გამო არ ჩართეს. #2 სკოლაში ალტერნატიული გათბობის საშუალებებით სარგებობენ. #15-სკოლაში კი გათბობა უახლოეს მომავალში ჩაირთვება.