რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტში "Social Impact Award"-ის ვორქშოფები გაიმართა.
"Impact Hub Tbilisi" უკვე მესამე წელია ხელმძღვანელობს პროგრამას "Social Impact Award"-ს საქართველოში.
"Social Impact Award" არის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო პროგრამა სოციალური მეწარმეობის კუთხით ახალგაზრდებში, 25 ქვეყანაა ჩართული.
როგორც "ინფო რუსთავთან" საუბრისას "Impact Hub Tbilisi"-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ განაცხადა, პროგრამის მიზანია სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში და სტუდენტებში.
"ფაქტობრივად ეს არის საგანმანათლებლო კურსი, იმიტომ რომ არის 10 თვიანი და შედგება რამდენიმე ნაწილისგან. ვორქშოფების სერიების შემდგომ, გაიხსნება პლატფორმა, სადაც ახალგაზრდებს და სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ შეავსონ აპლიკაცია, 27 მაიდსამდე არის დედლაინი. აპლიკანტებმა თავიანთი იდეით უნდა გააკეთონ განაცხადი, ანუ რა სოციალური ბიზნეს იდეა აქვთ. ამ განცხადების საფუძველზე, დამოუკიდებელი ჟიური შეარჩევს 6 ფინალისტ გუნდს, ეს გუნდი 2-3 თვის განმავლობაში აბსოლიტურად უფასოდ იმუშავებს "Social impact hub"-ში და თითოეულ გუნდს ეყოლება საკუთარი კოორდინატორი, გამოცდილი მენტორი, რომელიც მთელი პროცესის განმავლობაში გაუძღვება მათ საქმიანობას მისცემს რჩევებს დააკვალიანებს რა სფეროში სჭირდებათ დაკვალიანება"- განაცხადა ქეთი ებანოიძემ
აღსანიშნავია, რომ პროექტს ეყოლება 3 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ 2000 ევროს და გაემგზავრებიან "Social impact award"-ის საერთაშორისო სამიტზე, რომელიც წელს უკრაინაში გაიმართება.