რუსთავი არენაზე კაპიტნების ვარჯიში გაიმართა.
"ხარები" დიდი 10-ის ფინალისთვის ემზადებიან.
რუსთავი არენაზე დიდი 10-ის წინასწარი ფინალი ხვალ გაიმართება. ქვემო ქართლის დერბიში გადამწყვეტი მატჩის საგზურისთვის რუსთავის "ხარები" მარნეულის "არმაზს" დაუპირისპირდება.
შეხვედრა რუსთავის სარაგბო მოედანზე 16:00-ზე დაიწყება.
რუსთაველებმა ფინალში, ბოლოს 25 წლის წინ ითამაშეს, ხოლო მარნეულის გუნდს პირველად აქვს ეს შესაძლებლობა.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის ხარებმა რეგულარულ გათამაშებაში 13 თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.