გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა გიორგი ჭანტურიამ ცოტა ხნის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა.
როგორც "ინფო რუსთავს" ჭანტურიას ოჯახის წევრებმა განუცხადეს, მკვლელობაში ბრალდებულს კანონით გათვალისწინებული წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური, 9 თვიანი ვადა ამოეწურა და ციხიდან გამოვიდა.
ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიება გირაოთი შეეცვალა. სასამართლო პროცესები გრძელდება, ბრალდებული სხდომაზე გამოცხადდება, მაგრამ ამჯერად არა საპყრობილიდან.