რუსთავის მერია სტუდენტებს სწავლას დაუფინანსებს.

2017-03-10 19:24:01

რუსთავის მერია სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტების სწავლის საფასურს სრულად ან ნაწლობრივ დააფინანსებს. აღნიშნული პროექტი ქალაქის მერის მიერაა ინიცირებული, რუსთავის საკრებულომ კი დღეს რიგგარეშე სხდომაზე დაუჭირა მხარი.
პროგრამა მიმდინარე წლის სწავლის საფასურის დაფარვას არაუმეტეს 800 ლარით ითვალისწინებს.
სოციალური პროგრამა  იმ სტუდენტებზე გავრცელდება, რომლებიც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არიან რეგისტრირებული და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-, არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრები და სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100.000-, არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ასევე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში არ აღემატება 100 000-გარდა ამისა, დაფინანსდებიან ის სტუდენტებიც, რომელთა მიერ  წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მათი აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 ან მეტია (100 ქულიანი შეფასების სისტემის მიხედვით).