ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე [video]

2019-04-30 18:21:17

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს მაგისტრალზე. [ვიდეო/video]

ერთმანეთს "ბეემვეს" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შემდეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადავარდა.

შემთხვევის შედეგად 42 წლამდე ქალბატონი დაშავდა, რომელიც  სასწრაფო  დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა " რუსთავში " გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების  ეკიპაჟები.


ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები