თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალ მაგისტრალზე საავტომობილო მოძრაობა პარალიზებულია.
როგორც "ინფო რუსთავს" თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მოძრავმა მგზავრმა შეატყობინა, გადატვირთული მოძრაობის გამო, მანქანებს გადაადგილება უჭირთ და ერთ ლოკაციაზე ყოფნა დიდი ხნის განმავლობაში უხდებათ.
მგზავრი ფოტოს გვაწვდის და აღნიშნავს რომ - "ფოტო გადაღებულია ხაშურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე. ავტომობილები უკვე 40 წუთია, საცობში არიან გაჩერებულები და ვერ გადაადგილდებიან."