რუსთავში სააღდგომოდ ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს

2019-04-25 10:02:00

28 და 29 აპრილს 8:00-დან 18: 30 საათამდე რუსთავის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები ივლიან.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს სასაფლაოზე მე-12 და მე-19 მიკრორაიონებიდან, ქუთაისის ქუჩიდან, მარის არხის დასახლებიდან და ფიროსმანის ქუჩიდან გაიყვანს.  რუსთავის სასაფლაოებისკენ მიმავალი ყვითელი ავტობუსები ჭყონდიდელის დასახლებაშიც გაჩერდებიან.

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს კვირას, 28 აპრილს აღნიშნავს. ორშაბათს კი, 29 აპრილს, ტრადიციულად მოსახლეობა საფლავებზე გადის.