ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა Indian Wells-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა მოიგო და ის ასპარეზობას ტურნირის ძირითად ბადეში გააგრძელებს. ბასილაშვილმა ყაზახი ჩოგბურთელი ალექსანდრ ბუბლიკი ორ სეტში, ანგარიშით 6:3, 7:6 (3) დაამარცხა. ბუბლიკი ATP-ის რეიტინგში 138-ე პოზიციას იკავებს.
25 წლის ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი Indian wells-ის მასტერსის პირველ წრეში ბარბადოსის წარმომადგენელს დარიან კინგს შეხვდება. შეხვედრა 10 მარტს გაიმართება.