რუსთავში საკრებულოს სხდომა გაიმართა

2019-04-23 15:02:01

რუსთავში, საკრებუოს სხდომა გაიმართა, რომელზეც 19 საკითხი განიხილეს და კენჭი უყარეს.

სხდომაზე განხილულ საკითხთაგან რამდენიმე ეხებოდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემას, ქალაქში რამდენიმე ობიექტის მშენებლობას, როგორიცაა სავაჭრო ცენტრ "კარფურის", სუპერმარკეტ "მადაგონის" და ახალი კაფის მშენებლობას.

საკრებულოს სხდომას ლევან ონიანი უძღვებოდა.

"დღევანდელი შეხვედრის ძირითადი საკითხები გახლდა, იჯარით გადაცემა, ანუ ეს არის სხვადასხვა ბიზნესი სხვადასხვა მშენებლობები, რაც რა თქმა უნდა ქალაქს წაადგება. ასევე საკითხები სამუშაო ჯგუფებთან დაკავშირებით, ეხებოდა, როგორც ვეტერანთა შემსწავლელ კომისიებს სამუშაო ჯგუფს, ასევე სპორტის და ახალგაზრდული, საერთაშორისო მიმართულების სამუშაო ჯგუფის გაგრძელება, რაც ისევ და ისევ გეტყვით, რომ მართლაც ძალიან ნაყოფიერია და ეფექტურია რუსთავის მოსახლეობისთვის", - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა.

ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები