რომში, ავტობუსში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს

2019-04-23 11:08:59

რომში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს მოქალაქე დაჭრეს.

გამოძიების ცნობით, ორი მამაკაცი ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსში დაუპირისპირდა. ერთ-ერთი მათგანი მაროკოელი იყო, რომელმაც 44 წლის საქართველოს მოქალაქე ყელის არეში დაჭრა.

დაჭრილი საავადმყოფოში ავტობუსის მძღოლმა გადაიყვანა. საქართველოს მოქალაქეს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ის ამ დრომდე ჰოსპიტალიზებულია. მაროკოელი მამაკაცი პოლიციელებმა დააკავეს. მას განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წაუყენეს ბრალი. ამოღებულია ცივი იარაღი. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩხუბის მონაწილეები მანამდე ერთმანეთს არ იცნობდნენ. დაპირისპირების დროს ორივე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო.

ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.