ბათუმში, კომახიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-დან ხანძრის შესახებ შეტყობინება დღეს დილით შევიდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველთა 11 ჯგუფი მუშაობდა. დამწვარია 450 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.
ხანძრის ქრობისას, მეხანძრე-მაშველებმა სახლიდან ოქროს სამკაულების გამოტანა შეძლეს და მფლობელს სრულად დაუბრუნეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.