19 აპრილს ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2019-04-18 16:43:57

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება 10:30-დან 19:40 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახალწყალი, ქვემო თელეთი, თელეთი, კუმისი და მიმდებარე სოფლებს.

12:00-დან 16:00 საათამდე - დმანისში 26 მაისის, გორგასლის, ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებს.

12:00-დან 16:40 საათამდე - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისს, სოფლებს დიდი თონეთი, წყლულეთი, ორბეთი და მიმდებარე სოფლებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.