ქალი ქორწინებამდე სექსის გამო დასაჯეს [photo]

2019-04-17 23:38:42

ინდონეზიაში ქალი საჯაროდ დასაჯეს.

არსებული ინფორმაციით, გოგონამ შარიათის ადათ-წესები დაარღვია და პარტნიორთან სექსუალური ურთიერთობა ქორწინებამდე დაამყარა.

თეთრ ტანისამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა გოგონა ქალაქის ცენტრში გამოიყვანეს და საზოგადოების თანდასწრებით მათრახით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს.

დასჯის რიტუალს უამრავი ადამიანი ესწრებოდა მათ შორის უმეტესობა მამაკაცებიიყვნენ. ხალხი გოგონას დასჯას ფოტოზე და ვიდეოზე აფიქსირებდა.