ბანკის თანამშრომელი კლიენტს ემუქრება [video]

2019-04-18 00:44:51

"ინფო რუსთავს" მიაწოდეს აუდიო მასალა საიდანაც ირკვევა რომ საქართველოს ბანკის თანამშრომელი კლიენტს ურეკავს და ემუქრება. [ვიდეო/video]

არსებული ინფორმაციით კლიენტს გარკვეული ფინანსური პრობლემა შეექმნა რის გამოც 2 თვის თანხა ვერ გადაიხადა, თუმცა მზად იყო რომ თანხა 1 თვეში საურავთან ერთად დაეფარა.

ბანკის თანამშრომელი მომხმარებელს უხეშად ესაუბრება და დროულად სთხოვს მისამართის დასახელებას რათა ყადაღის და ჯარიმის წერილები გაეგზავნა.

საუბრის დროს ბანკის თანამშრომელი არღვევს ეთიკურ და სერვისისთვის დამახასიათებელ ტონალობას, მიუხედავად ამისა კლიენტი მშვიდად ესაუბრება და აცხადებს რომ ჰქონდა ფორსმაჟორული სიტუაცია და მზად არის თანხა გადაიხადოს.

"ინფო რუსთავმა" ინფორმაცია გადაამოწმა და აღმოჩნდა რომ აღნიშნული თანამშრომელი ნამდვილად საქართველოს ბანკში მუშაობს. ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ არც კლიენტის და არც ბანკის თანამშრომლის სახელებს და გვარებს.

თანამშრომლის მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევის შესახებ ბანკის მენეჯმენტს ეცნობა.


ავტორი

გიორგი ჩომახაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები