5 საათიანი საპროტესტო მსვლელობა რუსთავში [video]

2019-04-14 17:26:20

რუსთავში, "არა ციხეს" - სლოგანით გამართული 5 საათიანი საპროტესტო მსვლელობა დასრულდა. [ვიდეო/video]

აქცია ჭყონდიდელის დასახლებაში დაიწყო, მოქალაქეებმა მთელი ქალაქი ფეხით მოიარეს და საპროტესტო მსვლელობა იუსტიციის სახლთან დაასრულეს.

აქციის მონაწილეებმა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს სწორი გადაწყვეტილების მისაღებად და კონკრეტული პასუხის გასაცემად 24 საათი მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ჭყონდიდელის უბნის მოსახლეობამ ციხის მშენებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია უკვე მესამედ გამართა.

ნახეთ დღის ვიდეო ქრონოლოგია, რა ხდებოდა მსვლელობის დროს აქციაზე.


ავტორი

სალი ომაროვა

ნახე ავტორის სხვა სიახლეები