ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების საჯარო განხილვა

2019-04-13 14:18:04

საკრებულოს სხდომათა დარბაზში, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებისა და არასამეწარმეო იურიდიული პირების 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების საჯარო განხილვა გაიმართა.

"მოსახლეობას და მუნიციპალიტეტს შორის არ უნდა არსებობდეს ბარიერი და ამ ბარიერის მოშლით ვართ ახლა დაკავებულები. რაც უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება და რაც უფრო მეტი იქნება მოსახლეობისთვის თვალსაჩინო თითოეული თანხის ხარჯვითი ნაწილი, მით უფრო დამოკიდებულება და მოთხოვნაც გაიზრდება და მათ მიერ გამოთქმული შენიშვნები, სწორი კრიტიკა, სწორი შეფასება იქნება მნიშვნელოვანი სამსახურების განვითარებისთვის"- განაცხადა ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ

საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ გიგა ვეფხვაძემ განაცხადა, რომ: - "მოსახლეობის ჩართულობით დგება ბიუჯეთი. ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ უნდა იყოს მეტი ადამიანი და გულდაწყვეტას გამოვხატავ ხოლმე, რომ ძალიან ცოტა ადამიანი მოდის განხილვის დროს, როგორც მიღების დროს ასევე უკვე შესრულების განხილვის დროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანის, თითოეული მოქალაქის ინტერესებშია რა ხდება ქალაქში, როგორ შესრულდა ბიუჯეტი, რაში და ვინ დახარჯა"

გიგა ვეფხვაძემ, უპასუხა "ინფო რუსთავის" კითხვას, არის თუ არა კმაყოფილი კონკრეტული აიპების მუშაობით ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში?
"ხარჯვითი ნაწილი ბიუჯეტის უმრავლესობას აქვს ათვისებული მთლიანად, იმის მიხედვით, როგორც ჩვენ დავუგეგმეთ. მითუმეტეს ახლა გვაქვს პროგრამული ბიუჯეტი და ამ პროგრამულ ბიუჯეტს უკვე მოჰყვება თავისი კონკრეტული მიზნები. არის რა თქმა უნდა ხარვეზები, რომელიც შარშან იყო, არაპასუხიმგებლიანი შემსრულებლები გვყავდა დაკვეთების დროს. ამაზე ჩვენ ვიმსჯელებთ და გავამახვილებთ ყურადღებას. რაც იყო აიპებზე და სამსახურებზე დამოკიდებული საკმაოდ მაღალი პროცენტით არის ათვისებული"