საგაზაფხულო სამუშაოები რუსთავში

2019-04-13 12:37:51

რუსთავის იერსახის მოწესრიგების მიზნით, ქალაქის ქუჩებში რუსთავსერვის ცენტრის ორგანიზებით, საგაზაფხულო სამუშაოები ხორციელდება.

დასუფთავების მობილურმა ჯგუფმა, თბილისის ქუჩაზე, შუა გამყოფი ზოლი ბალახისგან გაასუფთავა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ქალაქის შიდა ტერიტორიების მოწესრიგებს მიზნით, ასევე მოხდება არსებული ხეების გასხვლა, ბუჩქებისა და მცენარეების დეკორატიული ფორმირება და მწვანე საფარის განახლება.

შეგახსენებთ, რომ გამწვანებული ტერიტორიების მოვლა პატრონობას, რუსთავის მერიის დაქვემდებარებაში არსებული (ა)აიპ "რუსთავსერვის ცენტრი" უზრუნველყოფს.