სტარასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.

2017-03-07 19:52:40

ევროსასამართლომ რუსთავი2-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება გააგრძელა. შეტყობინება სტრასბურგიდან სამაუწყებლო კომპანიის იურისტებმა რამდენიმე წუთის წინ მიიღეს.  "სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ ერთხმად გააგერძელა 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება. საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს," - აცხადებს ნიკა გვარმია.