გაიფიცნენ თუ არა მძღოლები

2019-04-10 10:18:07

რუსთავიდან, მეცხრამეტე მიკრორაიონიდან თბილისში, მაღლივი კორპუსის მიმართულებით მგზავრების გადაყვანა შეფერხებით მიმდინარეობს.

"ინფო რუსთავთან" მძღოლები აცხადებენ რომ მათ კომპანიამ, კონკრეტულად კი თეთრ მიკროავტობუსებს ყოველდღიური შესატანი თანხა 15 ლარით გაუზარდა. მძღოლები ითხოვენ თანხის დაკლებას ან პირობების გაუმჯობესებას.

კომპანია ინტერტრანსში აცხადებენ რომ მათ გადაწყვიტეს აღნიშნულ მარშრუტზე ყვითელი მიკროავტობუსები შეიყვანონ, მძღოლეობს კი კომპანიის მიკროავტობუსებზე დასაქმებას სთავაზობენ. გთავაზობთ ინტეტრანსის მიერ გავრცელებულ განცხადებას:

"კომპანია ინტერტრანსი მგზავრობის პირობების გასაუმჯობესებლად და სტუდენტებისთვის რუსთავიდან მაღლივი კორპუსის მიმართულებით მოძრავ მარშრუტზე კომფორტული მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესს იწყებს.  ინტერტრანსი სამუშაოდ იწვევს მძღოლებს და კომპანიის კუთვნილ მიკროავტობუსებზე დასაქმებას სთავაზობს. მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი, ეტაპობრივად ინტერტრანსის ყველა სამარშუტო ხაზს მოიცავს და ამასთან ერთად კომპანია ინტერტრანსში აცხადებენ, რომ მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროცესი არ გამოიწვევს მძღოლებისთვის დაწესებული ტარიფის ზრდას და ისინი გასული წლის ამ სეზონზე მოქმედი ტარიფით იმოძრავებენ. მძღოლები ზუტად იმ ოდენობის გადასახადს გადაიხდიან რომელიც შარშან მოქმედებდა",- ნათქვამია განცხადებაში



ავტორი

გიორგი ჩომახაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები