რუსთავის პატრულის თანამშრომლებმა გოგონა გადაარჩინეს [video]

2019-04-09 14:22:09

რუსთავში, კლინიკა რუსთავის სახურავიდან 16 წლის გოგონა ხტებოდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით გოგონა კლინიკაში მკურნალობას გადიოდა და პალატაში იწვა, მან მოულოდნელად დატოვა პალატა, ავიდა შენობის სახურავზე და გადმოხტომას აპირებდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

კლინიკაში იმყოფებოდა გოგონას დაც, სწორედ მას ჰქონდა პირველი კომუნიკაცია არასწრულწლოვანთან. მოგვიანებით სახურავზე ავიდნენ კლინიკის დაცვის სამსახურის და პატრულის თანამშრომლები სერგო ნადირაძე და გელა თიბიაშვილი, მათ გადააფიქრებინეს გოგონას სუიციდი და დაბლა ჩამოიყვანეს.

შსს-ში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "მომხდარზე გამოძიება სსკ 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".


ავტორი

გიორგი ჩომახაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI