10 აპრილს ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2019-04-08 22:41:03

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 10 აპრილს ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება:

11:00-დან 18:30 საათამდე შეეზღუდებათ აბონენტებს წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში კუში, ოზნი, ბურნაშეთი, ბერთა, ბეშთაშენი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.