"ველოდებით ახალი პარკების შემოტანას"

2019-04-01 13:35:50

2019 წლის 1 აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია აიკრძალა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავის მაღაზიებში პოლიეთელინის პარკები კვლავ გაყიდვაშია.

რუსთავის სხვადასხვა მაღაზიაში აცხადებენ, რომ ელოდებიან ამ პარკების გაყიდვას და ახალი ბიოდეგრადირებადი პარკების შემოტანას, რომელიც გარემოსთვის საფრთხეს ნაკლებად წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ რეგულირების წესის დარღვევა გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, განმეორებით ჩადენილი ქმედება კი გამოიწვევს მეწარმე სუბიექტის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

პარკების რეალიზატორებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები გააკონტროლებენ.