"ინფო რუსთავს" რუსთაველები დაუკავშირდნენ და განუცხადეს რომ - "უკვე ნახევარი საათია სპორტის სასახლესთან გაჩერებაზე ვართ და მიკროავტობუსები არ ჩანს, წეღან მოვიდა ერთი და 5 წამში გაივსო, მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება".
ამ დროისთვის სპორტის სასახლის მიმდებარედ, რუსთავის მიკროავტობუსების გაჩერებაზე ათეულობით მგზავრი მიკროავტობუსს ელოდება.
კომპანია "ინტერტრანსში" "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ - "ადგილზე აუცილებლად მივა მიკროავტობუსი, არცერთი მგზავრი უყურადღებოდ არ დარჩება".