რუსთავში ალკოჰოლური სასმელების მაღაზიის მინები ჩაამტვრიეს. [ვიდეო/video]
მაღაზიის გამყიდველის თქმით ჩამტვრეული მინები მან დილით სამსახურში მისვლის დროს ნახა. მისივე ინფორმაციით პირველადი დათვალიერებით მაღაზიიდან არაფერი არ იყო წაღებული.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით უცნობმა პირმა მაღაზიის მინა იმ მიზნით ჩაამტვრია რომ მაღაზიაში შეეღწია და გაექურდა, თუმცა ქვის სროლის შემდეგ მინები ისე ჩაიმტვრა რომ მაღაზიაში ვერ შევიდა და ტერიტორია მალევე დატოვა.
ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, მომხდარზე გამოძიება სსკ 187 მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.