ფიზიკური დაპირისპირება რუსთავში

2019-04-03 01:19:58

რუსთავში, XIV  მიკრორაიონში ურთიერთშელაპარაკება ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ახალგაზრდა მამაკაცებმა მაღაზიის გამყიდველს ალკოჰოლური სასმელები მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი სცემეს. 

63 წლის მამაკაცს ახალგაზრდები ფიზიკურად გაუსწორდნენ და თავზე ბოთლი გადაამტვრიეს.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. დაშავებული მამაკაცი კლინიკა რუსთავში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით პოლიციამ მომხდარის გამო 3 მამაკაცი დააკავა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

ავტორი

გიორგი ჩომახაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები