ცენტრალურ ქუჩებზე (ქალაქის შემოსასვლელიდან მეტალურგიის ქარხნამდე) არსებულ საცხოვრებელ სახლებზე სანომრე ფირნიშების რეაბილიტაცია მოხდება. შესაბამისი სამუშაოებისთვის თვითმმართველობამ ტენდერი 38 199 ლარზე უკვე გამოაცხადა. თითო კორპუსს ორი სანომრე ნიშანი ექნება. სამუშაოები ტენდერის დასრულებისთანავე დაიწყება და სავარაუდოდ ახალ წლამდე დასრულდება. აღსანიშნავია რომ გარდა ცენტრალური ქუჩებისა პრობლემა არის სხვა ქუჩებზეც, მიკრორაიონების და დასახლებების დიდ ნაწილიში საცხოვრებელი სახლები სანომრე ფირნიშის გარეშეა, ან ძველი წარწერა არ იკითხება.