პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

2019-03-25 14:55:23

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი ლიპნიცის დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოკლული  24 წლისაა.

ჟურნალისტების ცნობით, ჩხუბი ლიპნიცაში მცხოვრებ საქართველოსა და  უკრაინის მოქალაქეებს შორის მოხდა.
ინციდენტის მონაწილეებმა ცივი იარაღი გამოიყენეს.

დაშავებულია კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, 38 წლის მამაკაცი.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია საქართველოს ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე.