რუსთაველების კრიტიკა სოციალურ ქსელში

2019-04-03 20:09:05

"ინფო რუსთავის" გადაცემის free live-ს წამყვანის კითხვაზე, კითხულობთ თუ არა რუსთაველების კომენტარებს სოციალურ ქსელში, რომელიც ქალაქის განვითარებას და მის პრობლემებს ეხება, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ უპასუხა - "ყველაფერს ვკითხულობ მოსახლეობა რასაც წერს სოციალურ ქსელში და არ მწყინს. კრიტიკულებიც იყავით ჩემს მიმართ, თქვენს შეფასებას და თქვენს აზრს ძალიან დიდ პატივს ვცემ".

ირაკლი ტაბაღუას თქმით, როდესაც მერად აირჩიეს უნდოდა რომ ძალიან მალე გადაეჭრა ბევრი პრობლემა, თუმცა ვერ ახერხებდა და ძალიან ნერვიულობდა.

"თავიდან ვნერვიულობდი, განვიცდიდი, ყველაფერს რომ ვერ ვაკეთებდი, მკლავდა ეს ყველაფერი. კი არ გადავაგდე ეს ნერვიულობა, პირიქით. ისევ მათივე დახმარებით უფრო კარგ გზებს მივაგენი, უფრო მეტს ვეხმარები და გამოსადეგარი გავხდი. შემდეგ კი უფრო ბევრ რაღაცაში ჩავიხედე და უფრო სარგებლიანი გავხდი" - განაცხადა ქალაქის მერმა.

ავტორი

გიორგი ჩომახაშვილი

ნახე ავტორის სხვა სიახლეები