"ინფო რუსთავი" რუსთაველი მგზავრის მარიამ ლაცაბიძეს წერილს რუბრიკაში "შენი ხმა" აქვეყნებს.
"ამ წამს ვზივარ რუსთავი-თბილისის 19 ნომერ სამარშრუტო ტაქსში. რუსთავიდან გამოსვლამდე, სხვა მანქანების გადასწრების მიზნით, რამდენჯერ შექმნა მწავავე საავარიო სიტუაცია არ ვიცი; მძღოლი არის არაადეკვატური, მთელი გზაა იგინება წარმოუდგენელი სიტყვებით, ისტერიულად ჭამს მზესუმზირას და ლამის თავზე გვაყრის დანარჩენ მგზავრებს, შეურაცხადია. პლიუს მგზავრებით სავსე მანქანით შედის ბენზინგასამართ სადგურზე (ეს არაფერია, აქ უნდა ისხდეთ რა ხდება) ამდენ ადამიანში მარტო მე ამივიღე ხმა და ერთადერთი გოგონა ამყვა. “ვაჟკაცები” სხედან ჩუმად. სადმე შუა გზაზე ჩამოვალ ალბათ ისე ვატყობ.
ჯერ ის მინდა ვთქვა, რომ ამ ხაზზე მუშაობენ ლარნახევრის ღორი არაადამიანები!!! პირველი შემთხვევა არ მაქვს და სრული პასუხისმგებლობით ვამბობ!
და ადამიანებო! ამოიღეთ ხმაა! გთხოვთ, ნუ აკვლევინებთ თავს პირუტყვებს! ნუ აძლევთ საშუალებას მარტო ლარნახევარს ხედავდნენ თქვენში და ნუ ირჩევთ ისევ ნაგავში ცხოვრებას!!! ჩემ გამო ხო არა, თქვენ გამო ამოიღეთ ხმა, თქვენი თავებისთვის!!!
თუ ვინმემ იცის როგორ შეიძლება ამ და მსგავს ფაქტებზე რეაგირება, მომწერეთ!", - წერს რუსთაველი ახალგაზრდა მარიამ ლაცაბიძე.