შვეიცარიაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

2019-03-21 12:07:33

შვეიცარიის პოლიციამ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

ქართველებს, ქალაქ პიან სან ჯაკომოში სახლების გაძარცვა ედებათ ბრალად.

შვეიცარიული მედიის ცნობით, ერთ-ერთი სახლის მეპატრონემ სახლში ორი პირი აღმოაჩინა, რომლებსაც ეძინათ, თუმცა, მათ გაქცევა მოახერხეს. მოგვიანებით, ისინი სამართალდამცველებმა დააკავეს.

ქალაქ პიან სან ჯაკომოს პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული არიან 19 და 26 წლის საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც აღნიშნულ ქალაქში არაერთი სახლი გაქურდეს.