"ინფო რუსთავს" ერთერთი მკითხველი დაუკავშირდა და აცნობა რომ რუსთავში, ქუთაისის ქუჩაზე, შუა გზაზე ცხოველი იყო დაბმული.
ქუთიასის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივია. ავტომობილებს ერთმანეთის საპირისპიროდ გადაადგილების დროს მცირე გაზონი ჰყოფს, სწორედ ამ ტერიტოირიაზე ჰყავდა უცნობ პირს ვირი დაბმული.
შეგახსენებთ რომ ქუჩებში ჩლიქოსანი ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში, რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები პირუტყვს აპატიმრებენ და მის მეპატრონეს ჯარიმას აკისრებენ (თუ პირუტყვი ქუჩაშია მეპატრონე 20 ლარით, ხოლო თუ სკვერშია 50 ლარით ჯარიმდება).
ჯარიმის გადახდის შემდეგ, პირუტყვი კვლავ მეპატრონეს უბრუნდება.