მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ დიდი ხანია თავი დაიხსნა საბჭოთა კავშირის მარწუხებისგან, საბჭოთა კავშირის ნაშთი რუსთავში ბოლომდე ჯერ კიდევ არ გამქრალა.
ქალაქში, საიდანაც კომუნისტური პერიოდის კვალი ბოლომდე არ წაშლილა, შეხვდებით საბჭოთა კავშირისთვის დამახასიათებელ სიმბოლიკას და ქუჩებზე შემორჩენილ აბრებს. შეხვდებით ასევე წარწერებს, არქიტექტურის ნიმუშებს, სარეკლამო ბანერებსა თუ სხვა დეტალებს, რომლებიც "საბჭოთა" თაობას კომუნისტურ მმართველობას ახსენებს, ხოლო ახალ თაობას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელ ცხოვრების სტილზე უქმნის წარმოდგენას.
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს რუსთავიდან, რომლებზეც ქალაქის კომუნისტურ წარსულთან ბრძოლაში დამარცხებული ნაწილია გამოსახული.