თავდასხმა მეჩეთზე

2019-03-15 11:23:14

ხალ ზელანდიაში, ქალაქ ქრაისთჩერჩში ორ მეჩეთში ცეცხლის გახსნის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ახალი ზელანდიის პრემიერმა ჯასინდა არდერნმა განაცხადა.

არსებული ინფორმაციით, პოლიციამ ოთხი პირი დააკავა.

გამოცემა დეილი მეილის ცნობით, შეიარაღებული პირები ალ-ნურისა და ლინვუდის მეჩეთებში, ადგილობრივი დროით 13:45 საათზე შევიდნენ. შესვლისთანავე მათ კარი ჩაკეტეს და სროლა დაიწყეს.

თავდასხმის დროს ერთ მეჩეთში 200-მდე, ხოლო მეორეში 300-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

"დეილი მეილი" ასევე ავრცელებს სურათს, სადაც ერთ-ერთი დაკავებულის იარაღზე დაწერილი იყო სხვადასხვა სახელები, მათ შორის ქართულ ენაზე დავით სოსლანისა და დავით აღმაშენებლის სახელები. როგორც გამოცემა აღნიშნავს, იარაღზე დატანილია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც წარსულში „მასობრივი მკვლელობები ჩაიდინეს“.