ინდოეთში, კერძოდ კი გოაში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა გოას ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარე სოფელ სიოლიმში მოხდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციამ ჩხრეკისას 7 მობილური ტელეფონი, ოქროს ორნამენტები და ნაღდი ფული ამოიღო.
არსებული ინფორმაციით, პოლიციაში მისი სახლის ძარცვის შესახებ განცხადება ერთ-ერთმა მოქალაქემ, მარია იზაბელა ფერნანდესმა შეიტანა, რის შემდეგაც სახლთან დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერების მეშვეობით პოლიცია დამნაშავეებზე გავიდა.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულები გოაში 7 მარტს ჩავიდნენ და ყოველდღიურად სახლს ქირაობდნენ. მათი მანქანიდან ამოღებულია სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ელექტროსაფქვავები, ჩაქუჩები და ჰიდრავლიკრული საჭრელები, რომლებიც სავარაუდოდ ასევე მოპარულია.