რუსთავის ტექ-ინსპექტირების ცენტრი "TEX-100" მდებარეობს ქ. რუსთავის შემოსასვლელში, შსს მომსახურების სააგენტოს (მართვის მოწმობების გაცემა, ავტომობილების განბაჟება/გაფორმება) გვერდით. ცენტრი უდიდესია საქართველოში და შეუძლია ყველა პროფილური სერვისის შეთავაზება ავტომფლობელთათვის. ®
პროფილთა ჩამონათვალში შედის როგორც ყველა ტიპის ავტომობილის ტექ-დათვალიერება უმაღლესი ხარისხის გერმანული Bosch-ის აპარატურით, ასევე კვალიფიციური ექსპერტის მომსახურება, რომელიც დაგეხმარებათ ავტომობილის ძრავის, ძარის შეუსაბამობის, საჭის მდებარეობის, ავტომობილის კლასის, ჰიბრიდულობის და წონის დადგენაში.
დამატებითი უფასო სერვისები
TEX-100 საკუთარ კლიენტებს სთავაზობს არა მხოლოდ სტანდარტულ სავალდებულო ტექ-დათვალიერების პროცესის შესრულებას, არამედ თითოეულ კლიენტს სურვილისამებრ შეეძლება აირჩიოს ჩამოთვლილი სერვისებიდან მისთვის საინტერესო (ან ყველა მათგანი) და ჩვენი ინსპექტორები სრულიად უფასოდ დაგიდგენენ:
• აკუმულატორის მდგომარეობას და დარჩენილ რესურსს
• სამუხრუჭე სითხის მდგომარეობას და დარჩენილ რესურსს
• ძრავის გაგრილების სისტემის სითხის (ანტიფრიზის) მდგომარეობას და ტემპერატურულ მინიმუმს
• ძრავის ზეთის მდგომარეობას და დარჩენილ რესურსს
თითოეული პროცედურა ჩვეულებრივ სხვაგან ფასიანია, მაგრამ არა ჩვენთან დ არა ჩვენი კლიენტებისთვის - ჩამოთვლილ სერვისებს ჩვენი კლიენტები მიიღებენ სრულიად უფასოდ რა თქმა უნდა მიუხედავად იმისა, დახარვეზდება ავტომობილი თუ არა.
ასევე ჩვენი ინსპექტორები მზად არიან, რომ თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში ტექ-დათვალერებამდე დაათვალიერონ თქვენი ავტომობილი და ამომწურავი პასუხი გასცენ თქვენს ყველა შეკითხვას ტექ-დათვალიერებასთან და თქვენს ავტომობილთან დაკავშირებით.
ტექ-დათვალიერების ცენტრი "TEX-100" ღიაა მთელი წლის განმავლობაში ყოველდღე, სახელმწიფო დასვენების დღეების ჩათვლით. გამომდინარე ცენტრის მაღალი წარმადობიდან, ლოდინის დრო მინიმალურია პიკის საათებშიც.
ვიზიტისთვის შესაძლებელია ონლაინ დაჯავშნა ვებ - გვერდიდან pti.ge ასევე სატელეფონო ჯავშანი ტელ: 14-84.
სამუშაო საათებია: ორშაბათი - პარასკევი 9:30 - 18:30 შაბათი-კვირა, სხვა დასვენების დღეები 9:30 - 16:00