რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, გონაშვილის სახელობის სკვერში რქოსანი ცხოველი შეამჩნიეს.
ინფორმაცია ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მიაწოდეს, "ინფო რუსთავმა" კი შესაბამის სამსახურს შეატყობინა.
პირუტყვი სკვერში არსებულ ნარგავებს მიირთმევდა, მოსახლეობა ითხოვს რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს.
ქალაქში უმეთვალყურეოდ დარჩენილ პირუტყვზე პასუხისმგებოლობა, ქალაქის ზედამხედველობის სამსახურს აკისრია. ქუჩებში რქოსანი ცხოველების აღმოჩენის შემთხვევაში, სამსახურის თანამშრომლები პირუტყვს აპატიმრებენ და ჯარიმას აკისრებენ (თუ პირუტყვი ქალაქშია, 20 ლარით ჯარიმდება მეპატრონე. თუ სკვერში-50 ლარით). ჯარიმის გადახდის შემდეგ, პირუტყვი კვლავ მეპატრონეს უბრუნდება.