ინგლისური ელექტრონული ჯგუფის -The Prodigy-ის წევრი კით ფლინტი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მუსიკოსი 49 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ The Prodigy ინგლისური ელექტრონული ჯგუფია, რომელიც ლიამ ჰაულეტის მიერ 1990 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფმა მუსიკალური განვითარება დაიწყო რეივის, ჰარდკორ-ტექნოს, ელექტრონული ინდუსტრიული მუსიკის, ჯანგლის და ბრეიკბიტის აღრევით, რასაც მოგვიანებით ელექტრონული როკი და პანკური ვოკალური ელემენტები დაემატა. The Prodigy პირველად ანდერგრაუნდულ რეივ-სცენაზე 1990-იანების დასაწყისში გამოჩნდა და იმ დროიდან მოყოლებული, მიაღწია წარმატებას და მსოფლიო აღიარებას. მათ აგრეთვე უწოდებდნენ „ალტერნატიული მასების მთავარ საცეკვაო შემსრულებლებს“, ისევე, როგორც „რეივის ნათლიებს“
The Prodigy- საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბრიტანული ჯგუფი საქართველოს, პირველად 2016 წლის ზაფხულში Check in Georgia-ს ფარგლებში ესტუმრა.