წითელ ხიდზე ახალი პუნქტი აშენდება.

2017-03-01 13:32:14

საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბაჟო უწყებების, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან ერთად, საფუძველი ჩაეყრა ახალი ობიექტის მშენებლობას. საქართველოს მხარეს აშენდება სანიტარული ფიტოსანიტარული, ვეტერინარული საასზღვრო კონტროლის სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი. ახალი ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის მეშვეობით სგპ წითელი ხიდის ახლი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი ევროპული სტანდარტებით განახორციელებს, ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური და არაცხოველური წარმოშობის პროდუქტების კონტროლს. მშენებლობის დაწყებას საქართველოსა და აზერბაიჯანის ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პროექტის ღირებულება 2 660 000 ევროს შეადგენ, აქედან 2 128 000 ევროს ევროკავშირი გადაიხდის, ხოლო დანარჩენი თანხა საქართველოსა და აზერბაიჯანის თანაბარი თანადაფინანსებით მოხდება.