საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები უკვე აღნიშნავენ. #20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში, უბნების შედეგებს დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა იმ უბნების შედეგებზე დაყრდნობით, რომელთა ბიულეტინებიც ამ დროისთვის დათვლილია, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უპირობო ლიდერები არიან. კანდიდატებმა პირველი კომენტარები „ინფო რუსთავთან“ გააკეთეს. მამუკა ჩიქოვანის განცხადებით, მისმა ოპონენტმა გამარჯვება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით მოიპოვა. მამუკა ჩიქოვანი პროპორციული სიით პარლამენტში მოხვდა, მისი თქმით რუსთაველების კეთილდღეობისთვის ბრძოლას სწორედ პარლამენტიდან გააგრძელებს. დავით კირკიტაძე პოლიტიკაში დარჩენასა და მთავრობსთვის აქტიური ოპონირების გაწევას აანონსებს. რაც შეეხება გამარჯვებულ კანდიდატებს,მათ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს და მოსახლეობას ქალაქის წინსვლასა და განვითარებას დაპირდნენ.