ახალი სახლი მთავარ ქუჩაზე (ფოტოები).

2017-02-27 21:57:30

კომპანია „რუსთავი დეველოპერი“ სამუშაოებს სწრაფი ტემპით ასრულებს. საძირკვლის მომზადება-გამაგრების შემდეგ მიმდინარეობს კედლების წყალშეუღწევადი მაღალი ხარისხის საიზოლაციო მასალით დაფარვა. ფუნდამენტის და მტკიცე საძირკვლის მომზადების შემდეგ მთავარი ყურადღება უკვე სართულების მშენებლობაზე გადავიდა. ყველაზე რთული პროცესის შემდეგ სამშენებლო სამუშაოები კიდევ უფრო სწრაფ ტემპში წარიმართება, თუმცა მთავარი აქცენტი მაინც ხარისხზე კეთდება, სწორედ ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ამ კუთხით ყველაზე ძვირადღირებული და რეკომენდებული მასალა გამოიყენოს. მაღალი მარკის ბეტონი და არმატურა საცხოვრებელი სახლის სიძლიერისა და ურყევობის გარანტი იქნება.


მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრებელი სახლი ცენტრალურ ქუჩაზეა და ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა, კომპანია რუსთაველებს და არა მარტო მათ ბინების ყიდვას მაქსიმალურად მოქნილი და მისაღები პირობებით სთავაზობს.

 

14 სართულიანი საცხოვრებელი სახლი მშენებლობ 16 თვეში დასრულდება. დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ: 577 02 57 40 ; 577 51 49 ®.